Wednesday, July 8, 2015

ტრენინგის  მეცხრე დღე
 გავიარე  ცხრადღიანი  ინტელის  ტრენინგი.  ცხრა-მნიშვნელოვანი,  საინტერესო  და  სიახლეებით  ნრავალფეროვანი  დღე.
  ვფიქრობ,  რომ  ამ  ტრენინგით  კიდევ  ერთი  საფეხურით  ავმაღლდით  პროფესიულ  საფეხურზე,იმიტომ  რომ  თანამედროვე  ტექნოლოგიებით  სწავლება  21-ე  საუკუნის მთავარი  მოთხოვნაა,  რაც  მოსწვლეთა  ცოდნის სრულყოფისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
  მადლბა  ჩვენ  ტრენერს  ქალბატონ დიანას.  მადლბა მასწავლებელთა  პროფესიულიგანვითარების  ეროვნულ  ცენტრს. კორპორაცია ,,ინტელს"!!!!! 

ტრენინგის  მერვე  დღე 
დღევანდელი დღე ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ვიდრე წინა. ავტვირთეთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მასალები რაც საკმაოდ სახალისო იყო.
ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა დიანასთან ერთად.არ გნიჭირს მუშაობა კარგად გვაგებინებს.მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად დავხვეწავ ტექნოლოგიებზე მუშაობას.
ტრენინგის  მეშვიდე დღე 
დღევანდელი  ტრეინინგიც,როგორც ყოველთვის ნაყოფიერი იყო.ტრეინინგი დავიწყეთ მოსწავლეთა შეფასებების განხილვით,ვნახეთ ერთმანეთის   ნამუშევრები, შევიტანეთ შესწორებები.განვიხილეთ შეფასების ფორმები.ვისწავლეთ გუგლ დრაივის ანუ ვირტუალრ ფლეშ ბარათის გამოყენება.
ტრენინგის  მეექვსე  დღე - ტრენინგის მეექვსე  დღეს  შედარებით  გამიადვილდა  მუშაობა,  ვისწავლეთ  უკუკავშირის  სახეები,გავიმეორეთ  შეფასებები,                    საავტორო  უფლებები, ადამიანის  უფლებების  დაცვა,ინტერნეტის  გამოყენება,  სკაიპით  სარგებლობა,ჩათი.
    ვიმედოვნებ   ყველაფერი  კარგად  იქნება.